Join us on Facebook

Brands

 PIONEER

1938 წელს ტოკიოში დინამიკებისა და რადიოების სახელოსნო გაიხსნა, რომელიც შემდგომში პირველი სტერეოსისტემის, მანქანის აპარატურის, CD ფლეერის, DVD ჩამწერისა და პლაზმური მონიტორის შემქმნელად იქცა. კომპანიის სახელწოდება _ “პიონერისწორედ აქედან წარმოიშვა. კომპანია თითქმის ყველა ახალი ტექნოლოგიის პიონერი იყო. დღეს ის ბაზარზე კვლავპიონერისბრენდით მოღვაწეობს და აუდიო-ვიდეო ბაზრის ყველა მიმართულება აქვს დაკავებული. კომპანიის ძირითადი წარმოება იაპონიაშია, რაც ნიშნავს, რომ მისი პრიორიტეტი პროდუქციის ხარისხია. “პიონერიავტომანქანის, სახლის აუდიო-ვიდეო და დიჯეების აპარატურის წარმოებაში ლიდერთა ათეულის სათავეშია.

 

MARANTZ

მარანცისპირველი პროდუქტი 1952 წელს შეიქმნა, როდესაც ნიუ-იორკელმა სოლ ბერნარ მარანცმა თავისი დაკრული მუსიკის უკეთ გადმოსაცემად, სხვადასხვა დაშლილი აპარატურისგან, ხმის გამაძლიერებელი ააწყო. ამჟამად მარანცი თავის პროდუქციას სამ კატეგორიად ყოფს: “Range serie” _ რომლითაც ის მასიური მომხმარებლის სეგმენტზე შედის; “Style serie” ამ კატეგორიას სპეციალური შეკვეთები განეკუთვნება და “Premium serie”, რომელიც Hi-End -ის მოყვარული მელომანების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. დღესმარანცი კონკურენტებს ახალი დიზაინით დაუპირისპირდა და მკაცრი, მუქი მოდელებიდან მომრგვალო, ოქროსფერი (ტექნიკაში XXI საუკუნის ფერად აღიარებული) მოდელებისკენ გადაიხარა, რითაც კიდევ უფრო გაუსვა ხაზი საკუთარ სეგმენტს: თანამედროვე სტილის მომხმარებლებს.

 

METZ

Metz  გერმანული ელექტროინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კორპორაციაა. კომპანია 1938 წელს პოლ მეცმა დააარსა. იგი Metz 1993 წლამდე ხელმძღვანელობდა. 70 წლის განმავლობაში, ბევრი ცდუნების მიუხედავად, პოლ მეცი ჯიუტად ტოვებდა წარმოებას გერმანიაში და შესაბამისად, პროდუქტის ხარისხსაც ამაღლებდა. ამ გზით კომპანიამ საკუთარი სეგმენტი ჩამოაყალიბა: ხარისხის თვალსაზრისით ზედმეტად პრეტენზიული მომხმარებელი, რომლისთვისაც სამუდამო გარანტიების  მისაცემად იყო მზად. დღეს Metz ხარისხის სტანდარტად აღიქმება. 

 

 DENON

დენონი იაპონური კომპანიაა, რომელიც 1910 წელს ამერიკელმა ბიზნესმენმა ფრედრიკ ჰორნმა ხმის ჩამწერი მოწყობილობების საწარმოებლად ჩამოაყალიბა. თავად ბრენდი, 1939 წელს, მისი ერთ-ერთი მფლობელის DENky  ONkyo-ს სახელის პირველი სიმბოლოების შეერთებით შეიქმნა. პროფესიონალური და სახლის აუდიო-ვიდეო აპარატურის წარმოების ლიდერი და ნოვატორი, დღეს, მარანცთანერთად, D&M კორპორაციაში ერთიანდება და მელომანი მომხმარებლის გემოვნების დაკმაყოფილებისთვის ყველაფერს აკეთებს. აუდიო-ვიდეო გამაძლიერებლები, DVD ფლეერები, რადიოები, დიჯეის აქსესუარები, გრამოფონები, მინისისტემებიესდენონისწარმოებულ პროდუქტთა არასრული ჩამონათვალია.

 

CANTON

1972 წელს, გერმანიაში ოთხი მეგობარი ერთი მიზნისსაუკეთესო დინამიკების წარმოების ირგლივ გაერთიანდა. მათ კომპანიის ჩამოყალიბებისა და შემდგომში საქმიანობისათვის საჭირო ფუქციებიც გადაინაწილეს. დღეს ეს ოთხი ადამიანი კომპანიაში ცალკეული მიმართულების დირექტორია და ერთობლივად ქმნის პროდუქტს, რომელშიც დიზაინი და ხარისხი იდეალურადაა შერწყმული. თეთრი და შავი ფერის დინამიკები აკუსტიკაში მსოფლიო ბრენდად იქცა. 

 

AUDIOVOX

აუდიოვოქსი” 1960 წელს ამერიკაში ემიგრირებულმა ეგვიპტელმა ჯონ შალამმა იმპორტიორი კომპანიის სახით დააარსა. თუმცა მალევე იმპორტი ადგილობრივი მანქანის ხმის სისტემების წარმოებით ჩაანაცვლა და დღეს ის ბაზარზე მრავალფეროვანი პროდუქციითა და ახალი ტექნოლოგიებითაა ცნობილი. “აუდიოვოქსისსაქმიანობის ძირითად მიმართულებად კვლავ ავტომანქანა რჩება. კომპანია ამ დარგს ისეთი პროდუქტებით ამარაგებს, როგორიცაა მანქანის სტერეოსისტემები, დასადგამი მონიტორები, მანქანის ჭერზე მისამაგრებელი მონიტორები, ნავიგაციის სისტემები და სხვ. “აუდიოვოქსიამერიკის ბაზრის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია.

Copyright © 2009 Pegas

Site By ITDC